კომპანია SpaceX-მა ორბიტაზე ბრაზილიური თანამგზავრი გაიყვანა (ვიდეო)
ამერიკულმა კომპანია SpaceX-მა ორბიტაზე ბრაზილიური თანამგზავრი გაიყვანა. თანამგზავრი ორბიტაზე რაკეტა Falcon 9- ს მეშვეობით გაუშვეს.
რაკეტამ გეოსტაციონარულ ორბიტაზე ტელესაკომუნიკაციო თანამგზავრი EchoStar-23 გაუშვა, რომლიც ბრაზილიაში სატელევიზიო სიგნალის გასავრცელებლად გამოიყენება.
თანამგზავრი 5,5 ტონას იწონის, მან, სავარაუდოდ, 15 წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს.
Falcon 9 14 მარტს უნდა გაეშვათ, მაგრამ უამინდობის გამო, გადაიდო.