გია გაჩეჩილაძე: ჩვენ მოგვიწია გარემოს დაცვის კანონის მთლიანად შეცვლა

საქართველოში ვერც ერთი საქმიანობა ვერ ჩატარდება ისე, თუ წინასწარ არ ჩაუტარდა ზემოქმედება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.
გაჩეჩილაძის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ახალი კანონი რადიკალურად არის შეცვლილი და ის აქცენტს ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც აკეთებს.
„ამ კანონის მიღების შემდეგ, უფრო უსაფრთხო გახდება ქვეყანა და მოსახლეობისთვისაც ბევრი რამე სასიკეთოდ შეიცვლება, ჩვენ მოგვიწია გარემოსდაცვითი კანონის მთლიანად შეცვლა, თავის დროზე, ვერეს ხეობაში ნორმალური ინფრასტრუქტურა, რომ ყოფილიყო, იმ ტრაგედიას, რაც მოხდა თავიდან ავიცილებდით. საქართველოში ვერც ერთი საქმიანობა ვერ ჩატარდება ისე, თუ წინასწარ არ ჩაუტარდება ზემოქმედება“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გაჩეჩილაძემ ყურადღება მონადირეთა ფედერაციებზეც გაამახვილა, რომლებიც, მისი ინფორმაციით, ცდილობენ მონადირის სტატუსის გაცემას.
„ყოვლად დაუშვებელია ისეთი ფედერაციების არსებობა, რომლებიც ცდილობენ, რომ კანონით მიენიჭოთ უფლება, გასცენ მონადირის სტატუსი, ეს საკითხი საკმაოდ ყურადღებამისაქცევია და ყველა მსგავსი ფედერაცია უნ და გაკონტროლდეს“, -განაცხადა გია გაჩეჩილაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები