16 მარტი
10:30 საათზე – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, მოქალაქე როლანდ ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. თემა: „გიორგი პაპუაშვილის საქმეზე“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება და უახლესი ინფორმაცია; სამომავლო გეგმები პაპუაშვილის წინააღმდეგ. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
11:00 საათზე – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გარემოსდაცვითი ახალი კანონპროექტი, რომელმაც საკანონმდებლო მოსმენები გაიარა და ფუნდამენტურად ცვლის არსებულ ვითარებას. რა იცვლება მოქმედ კანონში და როდის დაიწყებს ის მოქმედებას; მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565