ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.4910 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.4854 ლარს შეადგენდა.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა.
შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.6454 ლარი იქნება.
დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.6440 ლარს შეადგენდა.
2.4854 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.54 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი გაუფასურდა, დოლარის ფასი აიწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები