„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს მოუწოდებს, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ე.წ ფარული მოსმენების კანონთა პაკეტთან დაკავშირებით ფრაქციებთან კონსულტაციები დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამკონსულტაციებზე ყველა საპარლამენტო ფრაქცია მიიწვია, თუმცა პრეზიდენტის შეთავაზებას ამ ეტაპამდე მმართველი პარტია არ გამოხმაურებია. ​
დღეს გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციაში ხელმოსაწერად შესულ კანონთა პაკეტთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს შეხვდა, ფარული მოსმენების კანონზე ფრაქციის წევრების მოსაზრებები მოისმინა და საკუთარი ხედვა გააცნო. პრეზიდენტი ასევე შეხვდა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრებსაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს. მარგველაშვილი ხვალ „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები