ოკუპირებულ აფხაზეთში „საპარლამენტო“ არჩევნების მეორე ტური 26 მარტს გაიმართება
ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტში“ არჩევნების მეორე ტური 26 მარტს გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„12 დეპუტატი არჩეულია. 22 ოლქში მეორე ტური 26 მარტს გაიმართება. ერთ ოლქში კი ხელახალი არჩევნები 2 თვეში ჩატარდება“, – განუცხადეს “რია ნოვოსტის“ ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში „საპარლამენტო“ არჩევნები 12 მარტს გაიმართა. ერთ-ერთი გამარჯვებული ყოფილი დე ფაქტო ლიდერი – ალექსანდრე ანქვაბია.