ძიძიგური ე.წ. ფარულ მოსმენებზე: თუკი შენიშვნების გაზიარება არ მოხდება, ვეტოს დავძლევთ ისევე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა

“კანონპროექტი სამი მოსმენით არის განხილული და კენჭისყრით მიღებული. ამის შემდეგ კონსულტაციების გამართვა მთლად ლოგიკური არ არის”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკურ ძალებთან დაწყებულ კონსულტაციებს.
რაც შეეხება ვეტოს, მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილის მიერ ვეტოს გამოყენების შემთხვევაში, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ვეტოს ფარგლებში პარლამენტისთვის შეთავაზებული შენიშვნების შინაარსზე.
”კანონპროექტი სამი მოსმენით არის განხილული და კენჭისყრით მიღებული. ამის შემდეგ კონსულტაციების გამართვა მთლად ლოგიკური არ არის. რაც შეეხება შესაძლო ვეტოს, პარლამენტი გადაწყვეტს, გაიზიარებს თუ არა შენიშვნებს, რომელსაც მას პრეზიდენტი წარუდგენს. თუკი შენიშვნების გაზიარება არ მოხდება, ვეტოს დავძლევთ ისევე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები