პრემიერი: არავის შერჩება პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილის ელფერს ატარებდა! (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არავის არ უნდა შერჩეს ის მძიმე პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილის ელფერს ატარებდა. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისი მოზომილი ქმედებებითაც ხელისუფლებამ სერიოზულ პროვოკაციას თავი აარიდა.
“მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ. მინდა პოლიციელებს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, ვინც ჩართული იყო, მადლობა ვუთხრა ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის. ასევე, აჭარის მთავრობას და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს. გამოძიება მიმდინარეობს და არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა. მინდა ვთქვა, რომ გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება და მივა დასასრულამდე.
აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები