ალექსანდრე ანქვაბი ე.წ. პარლამენტის წევრი გახდა
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ე.წ. პარლამენტის წევრი გახდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცნობეს.
ცნობისთვის, მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, ალექსანდრე ანქვაბმა დე ფაქტო ლიდერის პოსტი 2014 წელს დატოვა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში „არჩევნები“ 12 მარტს გაიმართა და 35 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა. 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს, ხოლო 24 – პოლიტიკურმა პარტიებმა. წინასწარი ინფორმაციით, ამ დროისთვის 12 ოლქში გამარჯვებული ცნობილია. აქ კანდიდატებმა ხმათა 50%-ზე მეტი მიიღეს. დანარჩენ ოლქებში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება.