ოკუპირებულ აფხაზეთში კვირას “საპარლამენტო” არჩევნები ჩატარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კვირას „საპარლამენტო“ არჩევნები გაიმართა. არჩევნები 35 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.
„სახალხო კრების 35 ადგილზე 137 კანდიდატი იყრიდა კენჭს. ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო“, – აცხადებენ – ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“ .
113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს, ხოლო 24 – პოლიტიკურმა პარტიებმა.
წინასწარი ინფორმაციით, ამ დროისთვის 12 ოლქში გამარჯვებული ცნობილია. აქ კანდიდატებმა ხმათა 50%-ხზე მეტი მიიღეს. დანარჩენ ოლქებში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები