მიხეილ სააკაშვილი: ძალიან მიხარია, რომ რუსთაველზე ბევრი ხალხი მოვიდა

„ძალიან მიხარია, რომ „რუსთავი 2“-ისა და საქართველოს მხარდასაჭერად ბევრი ხალხი მოვიდა რუსთაველზე“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთაველზე მიმდინარე „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას.
„ძალიან მიხარია, რომ დღესაც „რუსთავი 2“-ისა და საქართველოს მხარდასაჭერად ბევრი ხალხი მოვიდა რუსთაველზე. სტრასბურგი იყო დიდი გამარჯვება და ქვეყნის მთავარი გამარჯვება კიდევ წინაა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები