საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ვილნიუსში იმყოფება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ლიტვის დედაქალაქს ეწვია.
სოფიო ქაცარავა ვილნიუსში ლიტვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება და საპარლამენტთაშორისო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც აგრეთვე მონაწილეობენ ამერიკის კონგრესის წარმომადგენლები და ლატვიის, უკრაინის, მოლდავეთის, ესტონეთის პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრები.
სოფიო ქაცარავა ვილნიუსში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. შეხვედრები დაგეგმილია ლიტვის სეიმის სპიკერთან, სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდჯომარესთან და სხვა მონაწილე ქვეყნების კომიტეტების ხელმძღვანელებთან.
საპარლამენტთაშორისო შეხვედრის თემა ევროპა ამერიკის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის განმტკიცებას ეძღვნება, სადაც სოფიო ქაცარავა  კოლეგების წინაშე სიტყვით წარსდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები