დიდხანს ძილი მავნებელია – მეცნიერების დასკვნა
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიდხანს ძილი არანაკლებ მავნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, ვიდრე ძილის ნაკლებობა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ადამიანს გადაბმულად 9 საათზე მეტ ხანს არ უნდა ეძინოს.
Newinform-ის ინფორმაციით, კვლევები 13 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიდხანს ძილმა შეიძლება ალცჰეიმერის დაავადება გამოიწვიოს.
კვლევებში მონაწილე ადამიანების სამ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფის წარმომადგენლებს დღე-ღამეში 6-9 საათი ეძინათ, მეორეს – 6 საათზე ნაკლები, ხოლო მესამეს 10 საათზე მეტი. ამის შედეგად, მესამე ჯგუფის 230 ადამიანს გონებაშეზღუდულობა დაუდგინდა, ხოლო 180-ს – ალცჰეიმერის დაავადება.
მეცნიერები ამბობენ, რომ ძილის დროს ადმიანის თავის ტვინის ზომა მცირდება და ეს, დროის განმავლობაში, გონებაშეზღუდულობას და სხვა დაავადებებს იწვევს.