თავდაცვის მინისტრი სამხედრო კაპელანებს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოძღვრებს შეხვდა.
თავდაცვის მინისტრთან კაპელანების შეხვედრას შეიარაღებული ძალების მთავარი მოძღვარი – მამა დავით ლონდარიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდნენ.
თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე კაპელანებმა საკუთარი საქმიანობის დეტალებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო კაპელანების პრობლემები მოისმინა და მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 31 სამხედრო მოძღვარი მსახურობს. მათგან ერთი სამხედრო მოძღვარი, როტაციის წესით, ქართულ სამხედრო კონტინგენტთან ერთად, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება.
სამხედრო კაპელანების ძირითადი ფუნქცია პირადი შემადგენლობის მორალურ-ზნეობრივი სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნვაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები