საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერლინს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 11-13 მარტს ბერლინს ეწვევა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პროგრესული ალიანსის ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
ირაკლი კობახიძესთან ერთად, ყრილობას გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი მარტინ შულცი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ბუჰუსლავ სობოტკა, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოშტა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზიგმარ გაბრიელი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები დაესწრებიან.
დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, სტეფან ლოფენთან, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ გენერალურ მდივანთან, ახიმ პოსტთან და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერთან, კრისტიან კერნთან.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ბერლინში საქართველოს საელჩოს ეწვევა, სადაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – მამუკა მდინარაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკა სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები