რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები გამართეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო მანევრები გამართეს. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება. წვრთნებში, ძირითადად, სატანკო ნაწილები მონაწილეობდნენ. საბრძოლო სროლები „ძარცემის“ პოლიგონზე ჩატარდა.
ტანკების გარდა, წვრთნებში საარტილერიო დანადგარები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები მონაწილეობდნენ. ასევე ვარჯიში ნაღმმტყორცნებიდან და ავტომატური იარაღიდან სროლაშიც ჩატარდა.
სამხედრო წვრთნებში 600-მდე სამხედრო მოსამსახურე და 100-მდე ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები