“რეალური სივრცე”, “წითელი ზონა” და კიდევ ათობით გადაცემა, რომელიც წითელ ველში მოხვდა, სავარაუდოდ დაიხურება

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეთვალყურეო საბჭომ არხის მენეჯმენტის მიერ წარდგენილი გეგმა 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტის გეგმის თანახმად, “რეალური სივრცე”, “წითელი ზონა” და კიდევ ათობით გადაცემა, რომელიც წითელ ველში მოხვდა, სავარაუდოდ, დაიხურება, მწვანე და ყვითელ ზონაში მითითებული გადაცემები კი დარჩება.
სამეურვეო საბჭოს სხდომაზე საბჭოს ერთ-ერთი წევრის, სულხან სალაძის პრეზენტაცია კამათის ფონზე მიმდინარეობდა.
მენეჯმენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოპტიმიზაცია იგეგმება, თუმცა ეს არ იქნება მასობრივი ხასიათის. ამის საპასუხოდ, სალაძემ საკუთარ პრეზენტაციაში წარადგინა კონკრეტული ციფრი და განმარტა, რომ დაახლოებით 550 ადამიანს შეეხება ცვლილებები, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლებაც.
მის ამ პოზიციას მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს ცალკეული წევრების მხრიდან კამათი მოჰყვა. ისინი სალაძეს ციფრებით მანიპულირებაში ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ ეტაპზე, კონკრეტული ციფრის დასახელება არასწორია.
ასევე, დღეს დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამ ეტაპზე,  17 ივლისამდე შენარჩუნდება არსებული საეთერო ბადე, განახლებული საეთერო ბადისთვის კი  კონკურსი ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები