ბიუროს წევრებმა 9-10 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს

 ბიუროს წევრებმა 9-10 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს და საკანონმდებლო ინიციატივები წამყვან და სავალდებულო კომიტეტებს შორის გაანაწილეს. პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებზე 55 საკითხს განიხილავს, რომელთა შორის სარატიფიკაციო 9 დოკუმენტია. საკანონმდებლო ინიციატივებზე მსჯელობისას ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, დაჩქარებული წესით მოხდეს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” მიერ მომზადებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” შესატანი ცვლილებების განხილვა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებით პარლამენტის წევრებს განცხადებებით გამოსვლის შესაძლებლობა ყოველ პლენარულ სხდომაზე მიეცემათ. პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ საკითხი ნამდვილად აქტუალურია. „ეს საკითხი ნამდვილად არის აქტუალური.
ჩვენ არაერთხელ გავხდით იმის მომსწრე, რომ პრობლემები შეიქმნა ამ საკითხის გარშემო. კარგი იქნებოდა, ფრაქციების მონაწილეობით გავიაროთ შინაარსი ამ დადგენილების პროექტით და ოპტიმალურ მოდელზე შევჯერდეთ,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, პარლამენტი კანონპროექტს 2 კვირის ვადაში განიხილავს.
„ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ აუცილებლად მოხდება წარმოდგენილი პროექტის ინიცირება და მას განვიხილავთ 2 კვირაში. ეს საკითხი ნამდვილად სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი, რადგან პარლამენტის რეგლამენტში არის ისეთი რეგულაციებიც, რომელიც პრაქტიკაში ქმნის პრობლემებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები