ამერიკელი მეცნიერები: სოციალური ქსელები ადამიანის მარტოობის შეგრძნებას ამძაფრებს

სოციალური ქსელები, მათ შორის ტვიტერი, ფეისბუქი და Pinterest ადამიანის მარტოობის გრძნობას ამძაფრებს. როგორც „ბი ბი სი“ იუწყება, ასეთი დასკვნა ამერიკელმა ფსიქოლოგებმა გამოიტანეს.
სპეციალისტების თქმით, თუ ადამიანი სოციალურ ქსელში დღეში ორ საათზე მეტ დროს ატარებს, მას სოციალური იზოლაციის შეგრძნების რისკი ორჯერ ეზრდება. სოციალურ ქსელებში ადამიანების გაიდეალებულმა სახემ შეიძლება ადამიანში შურის გრძნობა გამოიწვიოს.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით ზუსტად,  ქმნის თუ არა სოციალური ქსელები იზოლაციის განცდას, თუ პირიქით, ამ განცდის მქონე ადამიანები სოციალურ ქსელებს მიმართავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უფრო მეტ ხანს ატარებს ადამიანი სოციალურ ქსელში, მით ნაკლები დრო რჩება რეალურ სამყაროში ურთიერთობისთვის“, – აცხადებს პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ელისაბედ მილერი.
კვლევებში 19-დან 32 წლამდე 2 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები