„დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის გადაწყვეტილება არ დააყენებს ეჭვქვეშ არც სასამართლოს სამართლიანობას საქართველოში, არც სიტყვის თავისუფლებას“

“პირველად არის, როდესაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო არის მხარე, იმიტომ, რომ სტრასბურგში სახელმწიფო წარმოადგენს მხარეს”, – ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა „რუსთავი 2“ -ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ბევრი ლაპარაკისა, აქამდე, ეს ასე არ იყო, ეს იყო აბსოლუტურად კერძო დავა ორ მხარეს შორის.
„პირველად არის, როდესაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო არის მხარე, იმიტომ, რომ სტრასბურგში სახელმწიფო წარმოადგენს მხარეს. აქამდე, მიუხედავად ბევრი ლაპარაკისა, ეს ასე არ იყო, ეს იყო აბსოლუტურად კერძო დავა ორ მხარეს შორის, მაგრამ რადგან აქ არის საუბარი მედიასაშუალების მფლობელობაზე, რადგან აქ გაჩნდა გარკვეული კითხვები ჩვენი ოპონენტების მხრიდან სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რომ საქმე მიიღო პრიორიტეტულ განხილვაში ევროპის სასმართლომ. ეს არის ძალიან ბუნებრივი და ნორმალურ, შესაბამისად, იქ იქნება განხილვა და დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებაც იქნება ისეთი, რომელიც არ დააყენებს ეჭვქვეშ არც სასამართლოს სამართლიანობას საქართველოში, არც სიტყვის თავისუფლებას და არც არაფერს, ასე რომ, ეს პირიქით, მე მგონი, კარგიც კი არის, რომ ეს საქმე მოხვდა ამ განხილვაში,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები