მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში გამართულ შეხვედრაზე „რუსთავი 2“-ის პროცესთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა

 ​საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგის სასამართლოს შენობა დატოვა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სასამართლოში შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.  მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. შეკითხვაზე, შეეხო თუ არა სასამართლოში გამართული შეხვედრისას საუბარი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საქმეს, ჯანელიძის თქმით, მინისტრი კონკრეტულ საქმეებს არ იხილავს.
”საგარეო საქმეთა მინისტრი და მინისტრი კონკრეტულ საქმეებს არ იხილავს. საუბარი იყო ყველა რეფორმაზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და პროგრესს”, – განაცხადა ჯანელიძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საუბარი შეეხო იმ დადებით სტატისტიკას, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
”ვისაუბრეთ იმ სტატისტიკაზე, რომელიც დადებითია და მცირდება აპლიკაციები საქართველოდან. ეს მიანიშნებს იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, ასევე კანონის უზენაესობის კუთხით”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები