უელსში მეორადი საქონლის მაღაზიაში ატომური წყალქვეშა ნავის ნახაზები აღმოაჩინეს
უელსში, მეორადი საქონლის მაღაზიაში, წიგნებთან ერთად, ატომური წყალქვეშა ნავის ნახაზებია აღმოჩენილი. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
უელსის პატარა ქალაქ პორტმადოგის მაღაზიის თანამშრომლები ძალიან გაოცებულები იყვნენ, როდესაც ნახაზები დაინახეს, რომელზეც ატომური წყალქვეშა ნავის, „ტრაფალგარის“ დეტალები იყო დატანილი.
ატომური წყალქვეშა ნავი „ტრაფალგარი“ 200 მილიონი ფუნტი ღირდა და ის მწყობრში 1979 წელს ჩადგა.
ახლა მაღაზიის მეპატრონეები ამ ნახაზების აუქციონზე გატანას აპირებენ. „ბი ბი სი“ წერს, რომ ეს ისტორია ჯაშუშებზე გადაღებული დეტექტივის სიუჟეტს წააგავს.