საკრებულოს წევრები, სოფელ მამათში ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნას ითხოვენ

სოფელ მამათში, ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნას ითხოვენ. სახლ-მუზეუმის გახსნის მოთხოვნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატთა ერთი ნაწილს ეკუთვნის, რომლებმაც დროებითი სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნეს.
სოფელ მამათის დეპუტატი კახა ურუშაძე ამბობს, რომ სახლ-მუზეუმის გახსნაზე საქმის კურსში არიან ედუარდ შევარდნაძის ახლობლები.
“ჯერჯერობით მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ვიცი, რომ ნათესავებმა იციან ამ წამოწყების შესახებ და სავარაუდოდ, ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრებმაც იციან. ასევე, დაგეგმილია სახლ-მუზეუმის ტურისტულ მარშრუტში ჩასმა და ამ ამბავს სოფელში დადებითად აფასებენ“, – განაცხადა კახა ურუშაძემ.
ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის შექმნის ინიციატივით პირველად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი – რომან ბიწაძე გამოვიდა, თუმცა ის სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეას არ იზიარებს.
„იქ ყველაფერი მომზადებულია მუზეუმის გასახსნელად. რაღა საჭიროა 14-კაციანი ჯგუფი? სამიც საკმარისია საამისოდ. ოჯახთან მოლაპარაკებები უკვე შედგა. ახლა მხოლოდ აქტის გაფორმებაღაა დარჩენილი. ამისთვის თვეები და ჯგუფის შექმნა ნამდვილად არაა საჭირო”,- აცხადებს რომან ბიწაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები