კოსმოსურმა ზონდმა „მარს ექსპრესმა“ მარსზე ძლიერი ნაკადის ამსახველი ფოტოები გადაიღო
კოსმოსურმა ზონდმა „მარს ექსპრესმა“ მარსზე ძლიერი ნაკადის ამსახველი ფოტოები გადაიღო. ის დაახლოებით 3 ათასი კილომეტრის სიგრძის და ათეულობით კილომეტრის სიგანის არის. ამის შესახებ ევროპული კოსმოსური სააგენტო იუწყება.
ბოლო წლებში მეცნიერებმა მარსის ზედაპირზე რამდენიმე ადგილი აღმოაჩინეს, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ პლანეტაზე მილიონობით წლის წინ მდინარეები, ტბები და ოკეანეებიც კი იყო. ამასთანავე, მეცნიერები ფიქრობენ, რომ მარსის ზედაპირზე წყალი დამდნარ მდგომარეობაში მხოლოდ პერიოდულად იყო, ანუ ვულკანების ამოფრქვევის ან მეტეორიტის ჩამოვარდნის დროს, ეს პერიოდები ასეულობით ათასი და მილიონი წლები გრძელდებოდა.
დღეს კი მარსის ზედაპირი ძალზე ცივია იმისთვის, რომ იქ წყალი დამდნარ მდგომარეობაში არსებობდეს.
ამჟამად მეცნიერები ხრისის და არაბეთის დაბლობებს სწავლობენ, ისინი ოკეანის ფსკერის ცენტრად ითვლება, რომელიც მარსზე 3,5 – 4 მილიარდი წლის წინ არსებობდა.