თვითმკვლელობის მიზნით, მამაკაცი ხიდიდან მტკვარში გადახტა
თვითმკვლელობის ფაქტი რუსთავში. დაახლოებით 45-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ხიდიდან მტკვარში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი თავდაპირველად მოაჯირზე ავიდა და შემდეგ იქიდან მდინარეში გადახტა. მამაკაცის ცხედარი მტკვარმა მარჯვენა სანაპიროზე გამორიყა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ასევე სასწრაფო დახმარება.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.