ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია „დაალაგე შენი ქუჩა – დაიცავი გარემო!“ – ჩატარდა. დღეს ლაგოდეხის გამგეობისა და ა(ა)იპი ორგანიზაციის თანამშრომლებმა სოფელ მაწიმის მიმდებარედ ცენტრალური მაგისტრალი დაასუფთავეს და ხეები შეათეთრეს.
აქციაში პირადად ჩაერთო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი – კახა ჯამბურია.
„მსგავსი აქცია მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა თემში ჩატარდა და მასში მონაწილეობენ როგორც საჯარო მოხელეები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. აქციები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება, რაც მიზნად ისახავს სოფლებში ქუჩების და თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელების დასუფთავებას“, -აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.