ბექა ნაცვლიშვილი: ნებისმიერ ქვეყანაში მოსმენების კანონი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული
“მოსმენების კანონს ყველა ქვეყანაში იყენებენ სამართლებრივად”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილი თვლის, რომ ის მექანიზმები, რომელიც ორგანიზაციის შექმნის დროს იქნა გათვალისწინებული, დაცულობისთვის საკმარისია.
„შეიქმნა დამოუკიდებელი ორგანიზაცია, დაცულობის სრული მექანიზმით, ამიტომ აჟიოტაჟის ატეხვა ამ ორგანიზაციის ირგვლივ უადგილოა. ნებისმიერ ქვეყანაში მოსმენების კანონპროექტი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ეჭვები ყოველთვის იარსებებს, რა სახითაც არ უნდა შექმნილიყო ეს ორგანიზაცია, მთავარია მოინახა ოქროს შუალედი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.