გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში მოიწვია

ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა ვიზიტის შედეგები შეაჯამეს და მიღწეული შეთანხმებების განხორციელების კონკრეტულ გზებზე ისაუბრეს.
მარგველაშვილმა ბელარუსი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკვე მეორედ შეხვდა. გუშინ გამართული შეხვედრა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები