ბექა ნაცვლიშვილი: განმუხტვის ნაცვლად, პრეზიდენტი ხშირად თვითონ ქმნიდა კრიზისებს

“შემდეგ პარლამენტს, რომელსაც აირჩევენ, ექნება საშუალება არაპირდაპირ აირჩიოს პრეზიდენტი”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
​ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს. დეპუტატი პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას, დღეს არსებული პარლამენტის პირობებში, დაუშვებლად მიიჩნევს.
„პრეზიდენტის არჩევის წესი, ამ ეტაპზე, დარჩება იგივე. ეს წესი შეიცვლება ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ. ყველა საპარლამენტო ქვეყანაში პრეზიდენტი არის მორალური ფიგურა. ეს ინსტიტუტი ღირებულებებს ეხება და არა პოლიტიკურ საკითხებს. საქართველოს პრეზიდენტი იმდენად აქტიური იყო, მის ხელთ არსებული ბერკეტების საფუძველზე, რომ განმუხტვის ნაცვლად, თვითონ ქმნიდა ამ კრიზისებს, ამიტომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰარმონიაში უნდა მოვიდეს საპარლამენტო წყობასთან“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები