მცხეთის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება

​მცხეთის გარკვეულ ნაწილს დღეს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანია „მცხეთის წყალში“ აცხადებენ, მიზეზი ზონირების პროგრამის ფარგლებში, საბალანსო მრიცხველების დამონტაჟებაა.
​კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელია, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლა. მცხეთელებს წყალმომარაგება დღეს დილის, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ. კერძოდ, წყალმომარაგება შეეზღუდება სამხედროს, ნარეკვავის, მირიან მეფის, კალოუბნის, გედევანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; კირპიჩის და რკინიგზის სადგურის დასახლებებს;
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „მცხეთის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11 და ფეისბუქის მეშვეობით.
​კომპანია „მცხეთის წყალი მომხმარებლებს “ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები