გარემოს დაცვის სამინისტრო პროექტს „შესაძლებლობების განვითარება – დიდი ავარიების პრევენცია საქართველოში“ ახორციელებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „შესაძლებლობების განვითარება – დიდი ავარიების პრევენცია საქართველოში“ (2014-2017).
პროექტის ფარგლებში, დირექტივის შესაბამისად, შემუშავდა საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ გააცნო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის „ქიმიური ნივთიერებებითა და ნარევებით გამოწვეული მასშტაბური ავარიების პრევენციის კოდექსი“ – მიზანია სამრეწველო ავარიების უარყოფითი ზემოქმედების რისკების შემცირება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები გარემოს დაცვის სფეროში ითვალისწინებს ევროკავშირის „სახიფათო ნივთიერებებით გამოწვეული დიდი ავარიების კონტროლის შესახებ“ (Seveso-III) დირექტივის ჰარმონიზებას ეროვნულ კანონმდებლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები