გურამ წიბახაშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მასტერკლასი ჩაატარა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველოში პროექტის “მასტერკლასი სასახლეში” ფარგლებში, ფოტოხელოვანმა გურამ წიბახაშვილმა ჩაატარა ლექცია – საუბარი თანამედროვე ფოტოხელოვნების გამოწვევებსა და დანიშნულებაზე, საკუთარ შემოქმედებით ლაბორატორიასა და პრინციპებზე. მან ისაუბრა ცნობილი ფოტოგრაფების განსხვავებულ ხედვაზე, მათ ნამუშევრებზე.
მასტერკლასი წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, გურამ წიბახაშვილმა უპასუხა სტუდია „პიონერფილმის“, (ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე, პედაგოგი ნინო ჩიქოვანი), მედიასტუდია “დროს” (ხელმძღვანელი თინა გაბუნია) მოსწავლეების მრავალრიცხოვან შეკითხებს. პროექტის მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარ_-ჩვევების განვითარება და ამაღლება.
გურამ წიბახაშვილი არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფური და პერსონალური გამოფენის ავტორია.
სერიები, რომელსაც გურამ წიბახაშვილი 90- იანი წლებიდან გვთავაზობს მისი ხედვის, აზროვნების და შემოქმედებითი პრინციპების გამოხატულებაა. იგი პირველი ქართველი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრები მხატვრებთან ერთად გამოიფინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები