დაბა ნარუჯაში საბავშვო ბიბლიოთეკა გაიხსნა

დაბა ნარუჯის საბავშვო ბაღის შენობაში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. გახსნას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დაესწრო და ბიბლიოთეკას საჩუქრად საბავშვო ლიტერატურა გადასცა.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა.
„მინდა მოგილოცოთ ახალი ბიბლიოთეკის გახსნა. ეს პროექტი გულისხმობს განვითარებას, ახლის შეცნობას და წინსვლას. მინდა მადლობა გადავუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს, რომელმაც მაქსიმალურად დაგვიჭირა მხარი ამ წამოწყებაში. ასევე მადლობას ვუხდი „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს,“ – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
„ დღეს საფუძველი ჩავუყარეთ სასიამოვნო პრეცედენტს. დაბაში გაიხსნა საბავშვო ბიბლიოთეკა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყო ჩართულები მსგავს პროცესებში და მხარს დავუჭიროთ ასეთ ინიციატივებს. გილოცავთ თითოეულ თქვენთაგანს და მადლობას ვუხდი იდეის ავტორებს და მონაწილეებს,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

17035595_1648113118538005_645845848_n
17092371_1648113161871334_1866807042_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები