ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ გაოგნებული ვართ მომხდარი ფაქტის გამო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება უმძიმესი ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის. ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს, თვალყურს ვადევნებთ პროცესების მიმდინარეობას და მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გამოძიების დამთავრებამდე არ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს. მოგიწოდებთ ყველას, თავი შეიკავოთ სხვადასხვა ვერსიის გავრცელებისაგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები