მდინარე ტეხურასთან მოზარდის დაკარგვის საქმეზე დაკავებული მიიყვანეს

სენაკში, მდინარე ტეხურის სანაპიროზე სამართალდამცველებმა 8 წლის მოზარდის დაკარგვის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მიიყვანეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მდინარე ტეხურაში ერთი კვირის წინ დაკარგული 8 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები დღეისთვის შეწყდა და ხვალ დილით გაგრძელდება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც უწყების ინფორმაციით, შემთხვევისას მდინარესთან იმყოფებოდა. მის წინააღმდეგ საქმე დაუხმარებლობის მუხლითაა აღძრული. სენაკში დაკარგული 8 წლის მოზარდის მშობლები შვილის მკვლელობაში ადგილობრივ მცხოვრებს ადანაშაულებენ. დაკარგული ბავშვის მშობლების მტკიცებით, მათი შვილი ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოკლა, შემდეგ კი მდინარე ტეხურაში გადააგდო. ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები