არჩილ თალაკვაძე: ეს არის საქართველოს ევროპული გაზაფხული

„ეს არის საქართველოს ევროპული გაზაფხული“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში დღეს გამართულ ხელმოწერას.
„ეს არის საქართველოს ევროპული გაზაფხული. ჯერ ევროპარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, შემდეგ უკვე საბჭომ დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება. პრაქტიკულად ხელმოწერიდან 20 დღეში, ჩვენი მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას შეძლებენ შენგენის ზონაში „- წერს არჩილ თალაკვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ბრიუსელში ხელი ოფიციალურად მოეწერა.
ევროპარლამენტში გამართული ცერემონიის ფარგლებში რეგულაციას ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა მოაწერეს.
ღონისძებას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები