“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა“ ურდულების და რეგულატორების ახალი პროგრამა დაიწყო

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა“ დედაქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით, ურდულების და რეგულატორების ახალი პროგრამა დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, GWP-იმ მსოფლიო ლიდერი, დანიური ბრენდის “AVK-ას“ ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები შეიძინა. აღნიშნულ პროექტში, კომპანიამ დამატებით 120 ადამიანი დაასაქმა და 7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
თბილისის მასშტაბით 2700 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 230 წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ელემენტები დედაქალქს 20-30 წლის განმავლობაში მოემსახურება. შედეგად ტექნიკური სამუშაოების დროს, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება.
პროგრამის ფარგლებში, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, ტექნიკურ სამუშაოებს დღეს, გლდანის მასივში, მაგისტრალური წყალსადენის ქსელის ოთხ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩაატარებს. აღნიშნულ მისამართებზე, დამონტაჟდება ოთხი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი წყლის წნევის რეგულატორი, რის შემდეგაც გლდანის მასივის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
აღსანიშნავია, რომ ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და რეგულატორები თბილისის ყველა უბანში დამონტაჟდება.
აღნიშნულ პროგრამას, კომპანია 2017 წლის გაორმაგებული ინვესტიციების ფარგლებში ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებისთვის მიმდინარე წელი გაორმაგებული ინვესტიციებით – 81.3 მლნ ლარით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები