ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე პეტიციას ავრცელებს

ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე პეტიციას ავრცელებს. ზერეკიძე მოითხოვს, რომ სტრასბურგში, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმის განმხილველი არ იყოს ექსმაღალჩინოსნის ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე.
“მოვითხოვთ სტრასბურგში მერაბიშვილის საქმის განმხილველი არ იყოს ადეიშვილის ყოფილი მოადგილე
მოვითხოვთ სტრასბურგში ვანო მერაბიშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე არ იყოს ზურა ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ნონა წოწორია, ნონა წოწორია ჯერ ადეიშვილის მოადგილე იყო მისი პროკურორობის დროს და 2007 წელს შეცვალა გვარამიამ. შემდეგ ადეიშვილმა და მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩუმად შეაპარა სტრასბურგის მოსამართლეთა სიაში, ისე რომ სანამ არ დაინიშნა, არავის ამ ქვეყანაში ეს ამბავი არ გაუგია. 2008 წელს გავრცელებულ “ვიკილიქსში” სათაურით “ვინ მართავს საქართველოს” ნონა წოწორია მოხსენიებულია როგორც ადეიშვილის მარჯვენა ხელი. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ საქართველოდან გაქცეული ადეიშვილი წოწორიას ბინას აფარებდა თავს სტრასბურგში.
მივმართავთ სტრასბურგის მოსამართლეთა კოლეგიას, რომ მოხსნას ნონა წოწორია მერაბიშვილის საქმის განმხილველ მოსამართლეობიდან, რადგანაც არ არსებობს გარანტია იმისა რომ ნონა წოწორია არ გაატარებს მერაბიშვილის ინტერესებს, რადგანაც 2011 წელს სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე ამ უმძიმეს დანაშაულზე ამხილა მაშინდელი ხელისუფლების ყველა შტო ხმაშეწყობილი მოქმედებისთვის, რომ ამ პერიოდში მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო, ნონა წოწორია იკავებდა ერთ-ერთ წამყვან თანამდებობას და ყველასთვის ცნობილია მერაბიშვილის ფაქტორი გირგვლიანის საქმეში და ახლა როცა ზურა ადეიშვილის ერთი ყოფილი მოადგილე – ოთარ კახიძე მერაბიშვილის ადვოკატია, მეორე ყოფილი მოადგილე ნონა წოწორია, რომელიც დღეს მოსამართლეა, ასევე არ იქნება მერაბიშვილის მეორე ადვოკატის როლში და არ გაატარებს მერაბიშვილის ინტერესებს როგორც მოიქცა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ჯერ საქართველოში და მერე უკვე სტრასბურგში დანაშაულებრივი რეჟიმის დასაცავად.
ჩვენ ჩვენის მხრივ ნუ მივცემთ ამ ზონდერ მოსამართლეს ქვეყნის მაგივრად ისევ ნაციონალურ მოძრაობას ემსახუროს და მოვაწეროთ პეტიციას ხელი დავანახოთ ჩვენი ძალა ყველას. დროა შეწყდეს ამ კრიმინალთა პარპაში და მათი საცეცებით ჩვენი ქვეყნის განადგურებას ბოლო უნდა მოეღოს”,- ნათქვამია პეტიციაში.
manifest.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები