„საქართველოს აქვს ერთ-ერთი მაღალი სტანდარტი, რომლითაც უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლება და უსაფრთხოება“

“ახალი ცვლილებებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი მაღალი სტანდარტი, რომლითაც უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლება და უსაფრთხოება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
„ ამ ახალი ცვლილებებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი მაღალი სტანდარტი, რომლითაც უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლება და უსაფრთხოება. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების რიგებიდან გამომდინარე, დაცვის ის სისტემა, რომელიც აპრობირებულია წამყვან ქვეყნებში. ამით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევასრულეთ“, -განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებს.
„რაც შეეხება ვადებს, დამოკიდებულია პრეზიდენტი რა ვადაში მოაწერს ხელს ამ კანონპროექტს. ის, როგორც წინასწარ გვითხრა, ვეტოს დაადებს კანონპროექტს და ჩვენ მოგვიწევს პროცედურების გავლა, თუმცა იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადებს, როგორც ჩვენ გავუფრთხილდით, ასევე პრეზიდენტი მიაქცევს ყურადღებას,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით ფარულ მოსმენა- მიყურადებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები