ქუმსიშვილი “რუსთავი 2”-ის დავალიანებაზე: მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გამოგვეყენებინა ის ზომები, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია

„რუსთავი 2” თვიდან თვემდე იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას, ჩვენ, როგორც საგადასახადო ხელისუფლებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გამოგვეყენებინა ის ზომები, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „რუსთავი 2”- ის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე განმარტებით, სწორედ ხელისუფლების გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესში არ ერევა.
„სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება არ ჩარეულიყო არანაირად ამ დავაში, ჩვენ, როგორც საგადასახადო ხელისუფლებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმის მიუხედავად, რომ „რუსთავი 2” თვიდან თვემდე იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას, არ გამოგვეყენებინა ის ზომები, რომელთა გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ არ ერევა ხელისუფლება აღნიშნულ პროცესში და რამდენად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები