გიორგი თევდორაშვილი: მამა გიორგი არ მიგვიტოვებია და ჩვენ მის გვერდზე ვართ

„მამა გიორგი არ მიგვიტოვებია და ჩვენ მის გვერდზე ვართ“,- ამის შესახებ საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა სასჯელაღსრულების N9 პენიტენციურ დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი იმედოვნებს, რომ უახლოეს ხანში, სასულიერო პირებს მამა გიორგი მამალაძის მონახულების საშუალება ექნებათ. მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, შეიცვლება თუ არა საპატრიარქოს გადაწყვეტილება, მღვდელმთავრების მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებასთან დაკავშირებით.
„იმედი მაქვს, უახლოეს ხანში, საშუალება ექნებათ სასულიერო პირებს მისი მონახულების. ეს ჩვენი პირველი მოვალეობაა, ჩვენი პირდაპირი და პირადად ჩემი მოვალეობაა, რომ მენახა მამა გიორგი. ღია ეთერში გაჟღერდა ასეთი ბრალდება, თითქოს ჩვენ მამა გიორგი მივატოვეთ და აღარ გვახსოვს. ამიტომ მოვედი დღეს, რომ ვანუგეშო და თქვენ დაგარწმუნოთ, რომ მამა გიორგი არ მიგვიტოვებია და ჩვენ მის გვერდზე ვართ“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები