რიკარდ იოზვიაკი – საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან ამოქმედდება

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება 8 მარტს გამოქვეყნდება, ხოლო ძალაში შევა 28 მარტიდან. ამის შესახებ რადიო “თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა ტვიტერში დაწერა.

ბრიუსელში დღეს ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების საზეიმო ცერემონია გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ევროკავშირის საბჭომ 28 თებერვალს მხარი დაუჭრია საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლას და შეჩერების მექანიზმს.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას 2 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი „შეჩერების მექანიზმთან“ დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად ამოქმედდება, რასაც ევროპარლამენტის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, 20 დღე სჭირდება.

17101744_10208070347908104_14662630_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები