დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა – რას აცხადებს პროკურორი

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა ე.წ. მატროსოვის ციხეში დასრულდა. ბრალდების მხარე მამა გიორგი მამალაძეს „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით კითხვებს 8 საათის განმავლობაში უსვამდა.
როგორც საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სრულყოფილად ვერ მოხერხდა ყველა შეკითხვის დასმა. მისი თქმით, დაკითხვა შესაძლოა ხვალაც დასრულდეს.
„დადებითად ვაფასებთ იმას, რომ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა ბრალდებულმა ჩვენების მოცემა. ჩვენი მიზანია სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება და რეალური გარემოებების დადგენა.
ბრალდებულმა მოგვცა ჩვენება, მაგრამ, რადგან საკმაოდ ვრცელი ინფორმაციაა, რასაც ის გვაწვდის, სრულყოფილად ვერ მოხერხდა ყველა შეკითხვის დასმა. დაკითხვა აუცილებლად გაგრძელდება, ჩვენ დავსვამთ ყველა შეკითხვას, ბრალდებულსაც მოუწევს ყველა კითხვას უპასუხოს.
ვინაიდან არ დასრულებულა ბრალდებულისგან სრულყოფილი ინფორმაციის მიღება, დღეისთვის სამართლებრივი შეფასება და რაიმე დასკვნის გაკეთება არის არასერიოზული, როგორც ჩვენი, ასევე ადვოკატების მხრიდან.
დაკითხვა შესაძლოა ხვალაც დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცემა საშუალება რომ გავაკეთოთ სრულყოფილი სამართლებრივი ანალიზი.“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები