„ნოკიამ“ განახლებული “3310” გამოუშვა  (ვიდეო)

კომპანია “HMD Global”-მა, რომელიც „ნოკიას“ ბრენდს ფლობს, ბარსელონაში გამართულ გამოფენაზე Nokia 3310-ის განახლებული მოდელი წარმოადგინა.
ახალ Nokia3310-ს 2,4-ინჩიანი ფერადი დისპლეი აქვს, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ორიგინალური მოდელის დისპლეი.  ტელეფონის კორპუსი ყვითელი, წითელი და რუხი ფერის არის. ტელეფონს აქვს პოპულარული თამაში „სნეიქი“.
ტელეფონი აღჭურვილია S30+-ის ოპერაციული სისტემით, რომლითაც ინტერნეტში მუშაობაა შესაძლებელი. თუმცა მას ნაკლები პროგრამა აქვს, ვიდრე Android-ს და iOS-ს.
მობილური მოწყობილობის წონა 79 გრამია. საწყისი ფასი – 49 ევროა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები