შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
სენტ კიტსი და ნევისის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა.
გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა – 49115 ლარი.
სენტ კიტსი და ნევისის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები