კონგრესმენი პიტერ როსკამი: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საქართველო შენდება როგორც დასავლეთის ტიპის დემოკრატია

 “არნახულად დიდ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს იმ მოვალეობათა შესრულებას, რომელიც თქვენს ქვეყანას სამშვიდობო მისიებში ჰქონდა ნაკისრი”, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, პიტერ როსკამმა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
”ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძალზედ საინტერესო და მკაფიო მიმართვები. რასაკვირველია, ორმხრივი მიდგომა შეერთებული შტატების კონგრესისა საქართველოს ერთიანობის მიმართ. ნამდვილად კარგი სიახლეა საქართველოსთვის ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც თავად საქართველო იღებს დემოკრატიის განვითარების ასპარეზზე, რომელიც ძალზედ მტკიცედ დგას, ნებისმიერი ავტორიტარული ზეგავლენისა და წნეხის დაძლევის თვალსაზრისით.
საქართველო შენდება, როგორც დასავლეთის ტიპის დემოკრატია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. არნახულად დიდ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს იმ მოვალეობათა შესრულებას, რომელიც თქვენს ქვეყანას სამშვიდობო მისიებში ჰქონდა ნაკისრი. ავღანეთში თუ მსოფლიოს სხვა კუთხეში საქართველო ასრულებს თავის მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო მისიებში, ტერორიზმთან და სხვა რეაქციულ ძალებთან ბრძოლაში”, – განაცხადა კონგრესმენმა პიტერ როსკამმა.

საქართველოს პარლამენტს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები: პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი (ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები