საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები კოჯორ-ტაბახმელას მემორიალთან იუნკერების ხსოვნას მიაგებენ პატივს.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები