კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის წევრად აირჩიეს
ტელეკომპანია „მე 9“ არხის ყოფილი გენერალური დირექტორი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის წევრად აირჩიეს. კახა ბექაურის კანდიდატურას პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. 83 მომხრე 6 ის წინააღმდეგ ამ შედეგით, პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად კახა ბექაური დაამტკიცა. კახა ბექაურის გარდა, ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტმა პარლამენტს თამაზ ინაშვილისა და სერგო შავგულიძის კანდიდატურებიც შესთავაზა, თუმცა ხმების საკმარისი რაოდენობა მხოლოდ ბექაურმა მიიღო. კახა ბექაურმა კარლო კვიტაშვილის იმპიჩმენტის შედეგად გათავისუფლებული ვაკანსია დაიკავა.