დაბალკალორიული დიეტა დაიბეტთან ბრძოლას ხელს უწყობს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაბალკალორიული დიეტა, რომელიც ნახშირწყლების და ცილების დაბალი პროცენტის შემცველი პროდუქტების მიღებას ითვალისწინებს, კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედების რეგენერაციის პროცესს ასტიმულირებს. მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს აღმოჩენა დიაბეტთან ბრძოლას ხელს შეუწყობს.
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევები თაგვებზე ჩაატარეს. მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნახშირწყლების და ცილების დაბალი შემცველობის პროდუქტებს აჭმევდნენ, ხოლო შემდეგ ნორმალურ კვებაზე გადაჰყავდათ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიეტის დროს თაგვების კუჭქვეშა ჭირკვლებში რეგენერაციის პროცესი იწყებოდა. ანალოგიური მოვლენა ადამიანის ღეროვან უჯრედებში ხდება, რაც, მეცნიერების აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანის ორგანოებს ნაწილობრივ აღდგენა შეუძლიათ.
კუჭქვეშა ჯირკვლის რეგენერაციის პროცესის პალარალელურად თაგვების სისხლში შაქრის დონე ნორმალური ხდებოდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შაქრის დიაბეტთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი შეიძლება იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები