გიორგი ანდრიაძე: ვინ შეცვლის მამა მიქაელ ბოტკოველს უახლოეს საათებში გადაწყდება

უახლოეს საათებში გადაწყდება, ვინ შეცვლის მამა მიქაელ ბოტკოველს. ამის შესახებ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მამა მიქაელის მეგობრები იმედს იტოვებენ, რომ პატრიარქის პრესმდივანი ემოციურ ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის.
მისივე თქმით, მამა მიქაელ ბოტკოველი, ყველაფრის მიუხედავად, პატრიარქის მეგობრად და თანამებრძოლად რჩება.
„უახლოეს საათებში გადაწყდება, ვინ იქნება ის ოფიციალური პიროვნება, რომელიც უპასუხებს თქვენს კითხვებს, მაგრამ ეს პიროვნება არ იქნება პატრიარქის მდივანი, რომელ პოსტსაც იკავებდა მამა მიქაელ ბოტკოველი. ეს საკითხები ალბათ მოგვიანებით გადაწყდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მამა მიქაელს ისევ ვიხილავთ აღნიშნულ თანამდებობაზე. ის რჩება პატრიარქის მეგობრად და თანამებრძოლად“, – განაცხადა ანდრიაძემ.
შეგახსენებთ, რომ მამა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები